saqarTvelos mdinareebi - laskadura
ტერიტორიული ერთეულები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სათავე | სვანეთის ქედის სამხრეთი კალთა |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 118 კმ² |
მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2425 მ. სიგრძე 20 კმ. აუზის ფართობი 118 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 4,9 მ3/წმ.